03 ოქტომბერი 2024,   06:45
ვრცლად
USAID-ის ოფისში შეჭრილი მოძალადეები ბათუმის მერიის მოქმედი თანამშრომლები არიან

USAID-ის ოფისში შეჭრილი მოძალადეები ბათუმის მერიის მოქმედი თანამშრომლები არიან.

ბათუმის მერიის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, გიორგი თუშმანიშვილი და მარკეტინგის სამსახურის უფროსი, მერაბ ღოღობერიძე  სხვა პირებთან ერთად,  USAID-ის ოფისში შეიჭრნენ, სადაც განთავსებულია "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი". 

მათ აქ მყოფ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, პეტრე ზამბახიძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ ზამბახიძეს კვერცხები დაუშინეს და ოფისის ინვენტარი დაზიანეს.

მომხდართან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა მათი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

ხელისუფლების მხრიდან კი, მათ შორის ბათუმის მერიაში, ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ კეთდება.

 

 

ფოტო: მარცხნიდან პირველი ბათუმის მერიის მარკეტინგის სამსახურის უფროსი, მერაბ ღოღობერიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები