19 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
„არჩევნების შედეგები იქნება ისეთი, როგორც ეს მოსახლეობამ გადაწყვიტა,“ - "ქართული ოცნება"

გაკვეთილი, რომელზეც "ქართულმა ოცნებამ" უნდა ისწავლოს - ასე აფასებენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მმართველ გუნდში. ის ფაქტი, რომ მეორე ტური გარდაუვალი იქნება, "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში აღიარა.

უმრავლესობის წევრების თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის "ქართული ოცნება" კიდევ უფრო გააქტიურდება, რათა კენჭისყრის პროცესი სამართლიანად დასრულდეს და ამომრჩევლის არც ერთი ხმა არ დაიკარგოს.

„იმ ხარვეზების სწრაფად გამოსწორებაა საჭირო, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი მიუთითებდა, თუნდაც მართვის ვერტიკალთან დაკავშირებით, თუნდაც პროექტების რეალიზაციასთან დაკავშირებით, რომელმაც საქართველო უნდა გაიყვანოს სამშვიდობოს, ამ საგანგებოდ მძიმე ვითარებაში,“ - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტური შედგება. 

„ფაქტია, რომ მეორე ტური გვექნება. ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, სალომე ზურაბიშვილის არის პირველ ადგილზე. მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნების შედეგები იქნება ისეთი, როგორც ეს მოსახლეობამ გადაწყვიტა,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

დღის ამბები