არჩევნების შედეგებით კმაყოფილია გაერთიანებული ოპოზიცია. მათი წარმომადგენლების ინფორმაციით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან ხმების დათვლის პროცესსა და დარღვევებზე რეაგირებას.
გიორგი ვაშაძის თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მეორე ტურში მოქალაქეების აქტიურობა და ხელისუფლების მხრიდან უკანონო მანიპულაციების პრევენციაა.
"ყველგან აბსოლიტურად ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა, კიდევ საბოლოო ჯამში ვაჯამებთ "ცესკოს" მონაცემებს. იმედი მაქვს, რომ მანიპულაციას არ ექნება ადგილი, იმიტომ რომ თვითონაც ხვდებიან რომ ფაქტი სახეზეა, ჩვენი სისტემა მუშაობს აღვრიცხავთ აბსოლუტურად ყველაფერს და ვაგრძელებთ თითოეულ დარღვევაზე რეაგირებას, იმიტომ რომ დარღვევებზე რეაგირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ მეორე ტურისთვის არ იყო, რაიმე მანიპულაციას არ ჰქონდეს ადგილი."- განაცხადა, გიორგი ვაშაძემ.