17 ივნისი 2024,   18:40
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ვაშინგტონში - ყველა უბანზე გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს 

შეერთებულ შტატებში მდებარე საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ყველა უბანზე მნიშვნელოვნად ლიდერობს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. 

მეორე ადგილზეა სალომე ზურაბიშვილი. სულ შეერთებულ შტატებში სამი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, აქედან ორი ნიუ-იორკში და ერთი კი ვაშინგტონში.

„დათვლილი რაოდენობა სულ იყო 117 ამომრჩეველი. აქედან 2 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი, დანარჩენი ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: 17 დავით უსუფაშვილს, 3 ბესარიონ თედიაშვილს, 50 ხმა გრიგოლ ვაშაძეს, ერთი ხმა კახა კუკავას, 11 ზურაბ ჯაფარიძეს, 9 დავთ ბაქრაძეს, 23 სალომე ზურაბიშვილს და ერთი აკაკი ასათიანს,“ - განაცხადა ვაშინგტონის მე-7 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მარიამ სვანიშვილმა.

დღის ამბები