19 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი - 38,66 %, გრიგოლ ვაშაძე - 37,70 - ცესკო ამ დროისთვის არსებულ ბოლო მონაცემებს აქვეყნებს

საარჩევნო ბიულეტენების 99 %-ზე მეტი უკვე დათვლილია. სხვაობა სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის თითქმის ერთი პროცენტია. წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:

სალომე ზურაბიშვილი - 38,66 %;

გრიგოლ ვაშაძე - 37, 70;

დავით ბაქრაძე - თითქის 11 %;

შალვა ნათელაშვილი - 3, 76 %;

დავით უსუფაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს ორივეს 2, 26 % აქვთ. 

50 %-იანი ბარიერი ვერც-ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა - შესაბამისად გაიმართება მეორე ტურიც. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა თამარ ჟვანიას თქმით, კანონმდებლობის თანახმად მეორე ტური მონაცემების საბოლოო დაჯამებიდან ორი კვირის ვადაში, კვირა დღეს ტარდება.

დღის ამბები