მმმმ - არჩევნებიდან მეორე დღეს სალომე ზურაბიშვილი შედეგებს არ აფასებს და მხოლოდ ასე პასუხობს ჟურნალისტებს.
დღეს ზურაბიშვილის სახლთან მისულ ჟურნალიტებს პრეზიდენტობის კანდიდატმა არც ერთ კითხვაზე არ უპასუხა, მათ შორის არ გააკეთა განმარტება, ხომ არ აპირებს მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნას და ელოდა თუ არა მისი მხარდამჭერი პარტიის ასეთ მწვავე შეფასებებს.
კითხვაზე, როდის გააკეთებს კომენტარს საზოგადოებისთვის, ზურაბიშვილმა უპასუხა-"როცა დავაპირებ გეტყვით."