19 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერც ერთ კანდიდატს ვერ ექნება - დავით უსუფაშვილი

„ჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერც ერთ კანდიდატს ვერ ექნება იმიტომ, რომ ვერ ვხედავ ვერც ერთ მათგანში საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს,“ - ეს განცხადება „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.

„სამწუხაროდ, არც ვაშაძე-სააკაშვილი და არც ზურაბიშვილი-ივანიშვილი-ფარცხალაძე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რომელიმე მათგანს მე პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადო მეორე ტურში,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ სახელისუფლებო ცვლილება გარდაუვალია. უსუფაშვილის თქმით, ის სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს გააგრძელებს, რათა მრავალპარტიული პარლამენტი იყოს მომავალში.

დავით უსუფაშვილი ასევე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„მოდით, ოპოზიციურ სტანდარტებს ნუ განვსაზღვრავთ იმით, ვის, როდის, რა საჭიროება დაუდგა ძალიან კონკრეტულ მომენტში და კონკრეტულ ვითარებაში. ჩვენ ყველას გვაქვს საშუალება, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ქვეყანას სჭირდება კონკრეტული გამოსავალი. სახელისუფლებო ცვლილება უნდა განხორციელდეს კონსტიტუციური გზით, ერთი, მეორე, ერთმმართველი ოცნება არ უნდა ჩაანაცვლოს ერთმმართველმა ნაცმოძრაობამ,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

დღის ამბები