19 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები - ოპოზიცია ცესკოს მონაცემების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს

ოპოზიცია ცესკოს საბოლოო მონაცემების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს და არჩევნების რეალური შედეგების გამოქვეყნებას ითხოვს.

გაერთიანებული ოპოზიციის პარალელური დათვლის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავებულია.

ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ოქმების დაჯამების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, პირველ ადგილზე გრიგოლ ვაშაძე გავიდა, თუმცა საპირისპირო ჩანს ცესკოს მონაცემებში.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია ცდილობს გარკვეული მანიპულაციებით, რაღაცით დაეხმაროს სახელისუფლებო კანდიდატს, თუმცა ყველა შედეგი, მათ შორის პარალელური დათვლის შედეგები, ეგზიტპოლები, არასამთავრობოების მიერ გამოქვეყნებული შედეგები, ყველა ამ შედეგის მიხედვით, პირველ ტურში გამარჯვებულია გრიგოლ ვაშაძე. ასე, რომ ნუ ჰგონია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ამ მანიპულაციებით დატოვებს იმ შედეგს, რაც ახლა არის,“-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული შედეგების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე დაფიქრებას ურჩევს ხელისუფლებას, „ევროპული საქართველო.

ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ მმართველი გუნდი მიღებული შედეგის ანალიზს აკეთებს. ირაკლი სესიაშვილის თქმით, დღეს მოქმედების დროა და მოქალაქეები პრობლემების გადაჭრის გზებს  უახლოეს პერიოდში დაინახავენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები