19 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა რომ ამ არჩევნებისგან დიდი მოლოდინი აქვს - საფრანგეთის ელჩი 

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადეგენლები, საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებენ.

განცხადება საქართველოში საფრანგეთის ელჩმა გააკეთა. პასკალ მონიე ამბობს, რომ ფრანგ დამკვირვებლებს არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ. თუმცა მისთვის უცნობია საერთაშორისო მისიების დასკვნები.

„ეს არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. ვიმედოვნებ მეორე ტურში, რომელიც უახლოეს მომავალში ჩატარდება, პოლიტიკური დებატები ორ კანდიდატს შორის, ევროპულ სტანდარტების შესაბამისი იქნება. საქართველოს მოსახლეობამ უკვე აჩვენა რომ ამ არჩევნებისგან დიდი მოლოდინი აქვს. ფრანგ დამკვირვებლებს არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი თუ რა დასკვნები გააკეთეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა. მათ ანგარიშებს უნდა გავეცნო,”- განაცხადა პასკალ მონიემ.

დღესვე საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განცხადების გავრცელებას გეგმავს აშშ-ს საელჩო საქართველოში.

დღის ამბები