19 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
სხვა რაღაცას გამორთავს ქართველი ხალხი უახლოეს მომავალში და ეს არ იქნება „რუსთავი2“ - ექსპერტები ზურაბიშვილის მეორე ტურში დამარცხებას პროგნოზირებენ 

რა შანსები აქვს სალომე ზურაბიშვილს მეორე ტურში - ეს კითხვა ახლა ყველაზე აქტუალურია, თუმცა ექსპერტები „ქართული ოცნებისთვის“ დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ.

„მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შანსი არის ერთადერთი, თუ ახლა „ოცნება“ მოახერხებს გამოიყვანოს სახლში დარჩენილი ამომრჩეველი. გამოიყვანოს რითი, აი თუ გაიმარჯვებს ვაშაძე, ჩამოიყვანს სააკაშვილს, სააკაშვილი დაგვერევა, გვაწამებს, გაგვაუპატიურებს. სხვა შემთხვევაში ზურაბიშვილს გამარჯვების შანსი არ აქვს,“-აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ზურაბიშვილს მეორე ტურში გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონდეს. უფრო მეტიც, მათი თქმით, თუ „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას სურს, რომ იმიჯი ბოლომდე არ დაენგრეს, მან უარი უნდა თქვას ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე.

„თუკი გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარ თავს ხედავენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ქართულ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, ვიფიქრებდი სერიოზულად, როგორ გავაგრძელო სალომესთან ერთად და დღესვე ეს ყველაფერი, თუ სხვა კომბინაცია მოვიფიქრო იმისთვის, რომ ნაკლები დანაკარგით გავაგრძელო ჩემი პოლიტიკური ცხოვრება და გავაუმჯობესო შედეგი,“-განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

აქცენტს არჩევნების შეფასებისას ოპოზიციური პარტიების მეირ მიღებულ საერთო შედეგზე აკეთებს ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე. ექსპერტი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საერთო ჯამში არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმების, მხოლოდ მესამედი აიღო და ეს ხმები „ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად დაუჯდა.

„მე მგონი სხვა რაღაცას გამორთავს ქართველი ხალხი უახლოეს მომავალში და ეს არ იქნება „რუსთავი2“-აცხადებს ხარშილაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები