არჩევნებიდან ორი დღე გავიდა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი კი საკუთარ ოფისში ამ დრომდე არ გამოჩენილა.
საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პირველივე ტურში გამარჯვებას აანონსებდა, კვლავ დუმილს არჩევს.
როდის მივა და სალომე ზურაბიშვილი საკუთარ საარჩევნო ოფისში უცნობია. საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის წევრები განმარტებებს არ აკეთებენ. ასევე არ აქვს ინფორმაცია, დაიწყება თუ არა მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის.
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ზურაბიშვილი დუმილის რეჟიმშია და საზოგადოების წინაშე არ ჩნდება.