19 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
"თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების"- გედევან ფოფხაძე

,,თუ გრიგოლ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი, სამოქალაქო ომი დაიწყება"- ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა. 

ფოფხაძე ამბობს, რომ არსებობს რევანშისტული განწყობები. მისივე განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას და ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას ციხიდან გამოშვებას გეგმავს.

დეპუტატი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომლებიც სააკაშვილისთვის პრობლემას წარმოადგენენ. 

„თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით. მე ამაში ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ"-აცხადებს ფოფხაძე. 

დღის ამბები