„ქართული ოცნების“ დეპუტატი მმართველ გუნდს აკრიტიკებს და ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა სალომე ზურაბიშვილზე მეტად ხელისუფლების მუშაობის შედეგია.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ ოპონენტების მხარდამჭერების ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლების მუშაობაში ხარვეზებია.
„ქალბატონი სალომეს ბრალზე მეტად ჩვენი განვლილი პერიოდის შეცდომებს უფრო ვასახელებ. მზარდი მხარდამჭერები მათი, ალბათ დამოკიდებულია სწორედ იმ ხარვეზებზე მმართველობის, რომელიც ჩვენი გუნდის სახელს უკავშირდება,“-ამბობს რომან კაკულია.