19 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთს მოუწოდებს, შეთანხმებების დარღვევისგან თავი შეიკავოს

ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთს მოუწოდებს, ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ შეთანხმებების დარღვევისგან თავი შეიკავოს.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დოკუმენტს საფრთხეს უქმნის ახალი რაკეტები, რომელიც რუსეთმა კალინინგრადში განალაგა.

ნატო-ს გენერალური მდივანი ნორვეგიაში იმყოფება, სადაც ალიანსის მასშტაბური სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს.

წვრთნაში, რომელიც 7 ნოემბრამდე გაგრძელდება, 31 ქვეყნის შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ. 

დღის ამბები