19 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
ახალქალაქიდან თბილისში ტვინის შერყევითა და სახის ძვლების მოტეხილობებით, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში ნაცემი კიდევ ერთი აქტივისტი გადმოიყვანეს

ახალქალაქიდან თბილისში ტვინის შერყევითა და სახის ძვლების მოტეხილობებით, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში ნაცემი კიდევ ერთი აქტივისტი გადმოიყვანეს. ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც, რომლებიც მომხდარ ინციდენტში მმართველი გუნდსა და მათ მხარდამჭერებს ადანაშაულებენ და სამართალდამცველებისგან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ. ოპოზიცია ასევე ამტკიცებს, რომ მათი წარმომადგენლების ცემის განკარგულება უშუალოდ ახალქალაქის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ გასცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებული პირების გამოკითხვა უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაზარალებულებს, მათთან გასაუბრება მოგვიანებით მოხდება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მომხდარის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა რეაგირება დაუყოვნებლივ უნდ ამოახდინონ.

"ეს არის სალომე ზურაბიშვილის ვითომ ევროპული ტიპის კამპანია, ადამიანების უმოწყალოდ ცემა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, რომ დაუყოვნებლივ დააკავონ დამნაშავეები,"-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

დღის ამბები