"ქართული ოცნების" დეპუტატს ენზელ მკოიანს, რომლის ძმასაც ახალქალაქში მომხდარ თავდასხმის ხელმძღვანელად ასახელებენ, "საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის" პრეზიდენტი კანონდარღვევაში ამხელს. მარიამ ქობულია აცხადებს, რომ მათ მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომლის მტკიცებითაც ახალქალაქთან ახლოს შესყიდული მიწის ტერიტორია, სადაც ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს, მას სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოართვეს, თავად მეპატრონე კი დააკავეს. ამ თემაზე არსებული მტკიცებულებების გამოქვეყნებას მარიამ ქობულია უახლოეს პერიოდში აპირებს.
"ამ საქმეში ფიგურირებს თვითონ ენზელ მკოიანიც და მთავარი მოწმე არის "შპს ნექში" დასაქმებული ადამიანი, რომელიც უჩივის ამ სომეხს,"აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მარიამ ქობულია.