19 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
"პარტია მზად იქნება ყველა რაიონული ორგანიზაციით მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურის კამპანიაში" - დავით ბაქრაძე

როგორ აპირებს "ევროპული საქართველო" საარჩევნო პროცესში ჩართვას და კონკრეტულად რა მხარდაჭერას აღმოუჩენენ პარტიის წევრები გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს - ამ თემაზე იყო საუბარი დღის ბოლოს, "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომაზე. დავით ბაქრაძის თქმით, საკოორდინაციო შტაბის ამუშავებისთანავე, "ევროპული საქართველოს" ყველა პარტიული სტრუქტურა და რაიონული ორგანიზაცია მეორე ტურის კამპანიაში ჩაერთვება. 

"პარტია მზად იქნება ყველა რაიონული ორგანიზაციით მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურის კამპანიაში იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ქართველი ხალხის გამოხატული ნება და უარი ვუთხრათ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობაზე,"-აცხადებს დავით ბაქრაძე.

გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ კამპანიაში აქტიურად ჩართვისთვის ემზადებიან "რესპუბლიკელებიც." პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

"მეორე ტური არის გაგრძელება იმის, რაც გვითხრა საზოგადოებამ. მან თქვა ნახევარზე მეტმა რო ჩვენ არ გვინდა "ქართული ოცნება," ამიტომ ჩვენ ვაპირებთ სწორედ ესე, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დაპირისპირებისა და ა.შ. რომ მოვუწოდოთ საზოგადოებას და ჩვენც ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პრეზიდენტი არ გახდეს "ქართული ოცნების" კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, რაც იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის,"- აცხადებს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. 

დღის ამბები