19 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
"მაცადეთ ახლა, გამიშვით, რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ" - ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისი უკომენტაროდ დატოვა

ხელისუფლების მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისი უკომენტაროდ დატოვა. სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს ისევ არ პასუხობს.

„გამარჯვება მეორე ტურში. მაცადე ახლა, გამიშვით. რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ... დავალაგებ და გეტყვით, როცა გადავწყვეტ. მეორე ტური წარმატებულია. გავიმარჯვე,“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მეორე ტურის წინ ხელისუფლება კი წინასაარჩევნოდ მთავარ გზავნილად მოსახლეობისთვის ისევ 9 წელზე ლაპარაკს და წინამორბედების კრიტიკას ირჩევს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები