19 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
თურმე, მთავრობის მარცხი არჩევნებში ნიშნავს სამოქალაქო ომის დაწყებას, ანუ თქვენ აპირებთ სამოქალაქო ომის დაწყებას, - ბოკერია მმართველ გუნდს მიმართავს

საკანონმდებლო ორგანოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეფასება ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ მეორე ტურში მათი მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.  საპარლამენტო ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოებაში ძალადობრივი ფონი გააღვივოს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის დეპუტატებს ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე რეაგირება მოსთხოვა. როგორც ბოკერია ამბობს,  როცა ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბზე თავდასხმას საპარლამენტო უმრავლესობა არ გმობს და ასევე არ ემიჯნება გედევან ფოფხაძის განცხადებას სამოქალაქო ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ეს ცალსახად ნიშნავს, რომ ამ ორ საკითხში მმართველი გუნდი ერთიანია.

„გრიგოლ ვაშაძის ოფისზე ხელკეტებით თავდასხმის ფაქტის დაგმობის არცერთი სიტყვა აქ არ მომისმენია. არცერთი სიტყვა არ მომისმენია იმ სახიფათო და სამარცხვინო განცხადებისგან დისტანცირების ან დაგმობის, რომ თურმე  მთავრობის მარცხი არჩევნებში ნიშნავს სამოქალაქო ომის დაწყებას, ანუ თქვენ აპირებთ სამოქალაქო ომის დაწყებას, თუ ხალხი უარს გეტყვით, ამას ნიშნავდა თქვენი კოლეგის განცხადება და  თქვენი დუმილი აქ ამ ორ საკითხზე არის შეერთება ამ განცხადების,“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.

 

 

 

დღის ამბები