19 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
„კახეთში ხელისუფლება დამარცხდა უმწარესად," - გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს დღეს თელავში შეხვდა  

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, მხარდამჭერებს დღეს თელავში შეხვდა. ვაშაძემ მადლობა გადაუხადა შეკრებილებს აქტიურობისა და ბრძოლისათვის.

მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ იწყება მთავარი სამუშაო - მუხლჩაუხრელი შრომა ქვეყნის განვითარებისა და მოქალაქეების კეთილდღეობისათვის.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არ არის დრო შურისძიებისათვის და ყველა, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, უნდა გაერთიანდეს ქვეყნის საკეთილდღეოდ.

„კახეთში ხელისუფლება დამარცხდა უმწარესად და გარანტიას გაძლევთ, კიდევ უფრო მწარედ დამარცხდება მეორე ტურში. მთავარი ის არის, რომ მთელი აქტივი მთხოვდა, რომ ჩვენ გველაპარაკა იმაზე, რა გეგმები გვაქვს მომავლისთვის და როგორ უნდა გარდაიქმნეს საქართველოს პოლიტიკური სისტემა იმისათვის, რომ იყოს დემოკრატიული,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.  

შეხვედრაზე იმყოფებოდა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ბოტკოველი, რომელმაც აღნიშნა, რომ კახეთი არის რეგიონი, რომელმაც ნათელი გახადა, რომ  ადგილობრივ მოსახლეობას ხელისუფლების არ ეშინია.

შეხვედრაში ჩაერთო საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მოსახლეობის გაერთიანებისა და შურისძიებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ახალი სახეები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში.

 

 

დღის ამბები