19 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
“ძალადობის ესკალაცია სწორედ ვაშაძის მხარდამჭერებმა მოახდინეს" - არჩილ თალაკვაძე ახალქალაქში გირგოლ ვაშაძის შტაბის წევრების ცემის ფაქტს ეხმაურება

იკვეთება, რომ ძალადობის ესკალაცია გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრებმა მოახდინეს - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას.

თალაკვაძე მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაადგინონ რა მოხდა ახალქალაქში და რამ განაპირობა დაპირისპირების დაწყება.

“ძალადობის ესკალაცია სწორედ ვაშაძის მხარდამჭერებმა მოახდინეს, როდესაც საარჩევნო პლაკატები დემონსტრაციულად ჩამოხიეს და სავარაუდოდ, მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს. ყოველ შემთხვევაში ეს არის ის, რაც იკვეთება. მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დამაჯერებლად გამოიძიონ ეს ფაქტი და ადეკვატური, პრინციპული რეაგირება მოხდეს,“ - განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ოთხ  წევრს სცემეს. მათგან სამი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო თბილისში გადმოიყვანეს. გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულებები, რომ თავდამსხმელი მაჟორიტარი დეპუტატი ენძელ მკოიანი, მისი შვილები და ძმა იყვნენ.

დღის ამბები