19 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
"ბატონი გრიგოლ ვაშაძე არ იბრძვის საპრეზიდენტო სკამისთვის" - წულუკიანი

იუსტიციის მინსტრი არჩევნების მეორე ტურზე საუბრობს და გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებას პროგნოზირებს.

თეა წულუკიანი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებას ქვეყანაში ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნებად აფასებს და აცხადებს, რომ ვაშაძეს გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის სხვა წევრების შესაწყალებლად უნდა.

„ეს ორი კანდიდატი არიან ისინი ვინც არიან და ამ ორ კანდიდატს შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანი. მე ვფიქრობ და მე მინდა, ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ბატონი გრიგოლ ვაშაძე არ იბრძვის საპრეზიდენტო სკამისთვის, ის იბრძვის სააკაშვილის შეწყალების უფლებისთვის. მისთვის ეს არის მთავარი. მან ეს ღიად გვითხრა და მას არ აქვს სხვა მიზანი, თუ არა მოხვდეს ამ სკამზე, რომ შეიწყალოს სააკაშვილი და სხვა ის ადამიანები ვინც დღეს ან ქართულ საპატიმროებში არიან ან კიდევ არიან ქვეყნის გარეთ საექსტრადიციო პატიმრობაში ანუ ვისი ექსტრადაციაც მოთხოვნილია,“-ამბობს წულუკიანი.

დღის ამბები