მმართველი პარტიის განცხადებებს, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომი დაიწყება, არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს რიტორიკა არ შეუცვლია, მაგრამ თუ ადრე დაშინებითა და მტრის ხატის შექმნით ახერხებდა ამომრჩევლის მობილიზებას ეს ახლა ვეღარ შეძლო.
„ასეთი ქცევა „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის, იმიტომ რომ, ის წყვეტს რა მესიჯებით, რა გზავნილებით და რა ქცევით უნდა წარმოგვიდგეს „ქართული ოცნება“ მიუთითებს, რომ ისინი სასოწარკვეთილები არიან, შეშინებულები არიან და იმის ნაცვლად, რომ გაანალიზონ, რამ გამოიწვია ასეთი შედეგი პირველ ტურში ისინი გადასულები არიან ტერორზე, თუმცა ისინი ექვსი წელია ამ რიტორიკით სარგებლობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შედეგი მიიღეს, მაინც ვერ აცნობიერებენ, რომ დაშინება ამ ხალხის, მტრის ხატის შექმნა და ამ მტრის ხატით სირბილი აქეთ-იქით, რასა აკეთებდნენ ყველა არჩევნებზე აღარ მუშაობს,“-ამბობს სამნიძე.