მმართველი გუნდის წევრებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე შეხვედრა დასრულდა. დილიდან კი მმართველი პარტიის ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც იმყოფებოდნენ.
შეხვედრას პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. ცნობილია, რომ შეხვედრაზე მმართველი გუნდი წინასაარჩევნო მოკლევადიან და არჩევნების შემდეგ გრძელვადიან სტრატეგიაზე შეთანხმდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებაში, ივანიშვილიც აქტიურად იქნება ჩართული.
„დღეს არჩევანი არის სააკაშვილი და მისი ჯგუფი, რომლის დიდი ნაწილი არის უმძიმეს დანაშაულებებში მხილებული და მონაწილე, მეორე მხარეს არის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომლის მთელი წარსული არის ევროპული გამოცდილება და არის არჩევანი, რომელიც არის ქვეყნისთვის სიმშვიდის და ხვალინდელი განვითარების ერთ-ერთი გარანტია
„ბიძინა ივანიშვილიც იქნება ძალიან აქტიურად ჩართული. ცალკეული ჯგუფები იქმნება საზოგადოებრივი, ეს არის აბსოლუტურად საკუთრი ინიციატივით, ვერავინ ვერავის ვერ დაუშლის, პირიქით, კარგია, ყველამ გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პოზიცია,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.