„ევროპული საქართველო“ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ეხმაურება. პარტიის წევრები ლარის გაუფასურების მიზეზად, მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებენ. ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ლარის კურსის ცვლილება პირდაპირ ფასების ზრდაზე აისახება.
პოლიტიკური ოპონენტები გამოსავალს გადასახადების შემცირებასა და პოლიტიკური პროცესების დასტაბილურებაში ხედავენ.
„ლარის კურსი არის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა, რაც საბოლოო ჯამში აისახება ფასების ზრდაზე და ურტყამს ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს. ბოლო დღეებში ამას დაემატა კიდევ უფრო სერიოზული ფაქტორი, ეს არის არასტაბილურობის განცდა და არა მარტო ბიზნესის მხრიდან, არამედ მთელ საზოგადოებაში, როდესაც "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოახლოებული წაგების ფონზე ცდილობს დააშინოს საზოგადოება. მთავრობის ესეთი მოწოდებები არის უსაფუძვლო და ქართული საზოგადოება შეინარჩუნებს სტაბილურობას, შეინარჩუნებს სტაბილურობას იმის ფონზე, რომ მივა მეორე ტურის საპრეზიდენტო არჩევნებში და დააფიქსირებს იმ არჩევანს, რაც გააკეთა ქართველმა ხალხმა პირველ ტურში,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.