03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურის ავტორი დააჯილდოვეს

დანიაში მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურის ავტორი დააჯილდოვეს, რომელიც ერთი თვის წინ, კოპენჰაგენში მომხდარ თავდასხმას გადაურჩა.

შემთხვევის შემდეგ ლარს ვილკსი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. მას დანიის თავისუფალი პრესის საზოგადოებამ სპეციალური პრემია მიანიჭა.

დაჯილდოების ცერემონია გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე დანიის პარლამენტის შენობაში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს რადიკალი ისლამისტის მიერ კოპენჰაგენში მოწყობილი თავდასხმების სერიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

 

დღის ამბები