19 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
ე.წ. „კორტების საქმეზე" წარდგენილმა საჩივარმა სტრასბურგის სასამართლოში წინასწარი შემოწმების ეტაპი გაიარა

ე.წ. „კორტების საქმეზე“ დაკავებული ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძის საქმეზე წარდგენილმა საჩივარმა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წინასწარი შემოწმების ეტაპი გაიარა. ამის შესახებ ბრალდებულების ადვოკატმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს დაევალა წარადგინოს წერილობითი მოსაზრება საჩივარში დაყენებული მოთხოვნების დასაშვებობის თაობაზე.

სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოს კრიტიკულ კითხვებზე პოზიციის წარმოსადგენად ვადა 2019 წლის 7 თებერვლამდე განესაზღვრა.

 „წინასწარი მოკვლევის შედმეგ სექციის პრეზიდენტმა დასაშვებობასთან დაკავშირებით დასაშვებობის თაობაზე მიმართა სახელმწიფოს ძალიან კრიტიკული კითხვებით , იმ მუხლებთან დაკავშირებით რაზეც ჩვენ ვდაობთ ეს არის ადამიანის უფლებათა და ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი და მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფით დ პუნქტი. ეს არის ის მუხლები, რომელთა დარღვევის შემდეგ ავტომატურად მივმართავთ სასამართლოს უკანონო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით,“ – განაცხადა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას თქმით, არც სახალხო დამცველის ანგარიშში და არც ევროპული სასამართლოს მიერ მოსულ დოკუმენტებში არ იკვეთება რაიმე დანაშაულის შემცველი ის ნიშნები რის გულისთვისაც ეს ადამიანები უნდა ისხდნენ ციხეში.

„საქართველოს სახალხო დამცველი ამავდროულად აქვეყნებს მის კრიტიკულ პოზიციას და მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს სადაც ის აფიქსირებს, რომ ამ პირების მიმართ გამოტანილი განაჩენი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლო სტანდარტებს. ამ ადამიანების მხრიდან არც სახალხო დამცველის ანგარიშში და არც ევროპული სასამართლოს მიერ მოსულ დოკუმენტებში არ იკვეთება რაიმე დანაშაულის შემცველი ის ნიშნები რის გულისთვისაც ეს ადამიანები უნდა ისხდნენ ციხეში, ამიტომ ეს ადამიანები შეიძლება უკვე ჩაითვალოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პირებად, შესაბამისად უნდა მოხდეს მათი დაუყოვნებლივ განთავისუფლება საპატიმროებიდან,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

დღის ამბები