„ევროპული საქართველო "ქართულ ოცნებას" და მის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს მიმართავს. საპარლამენტო უმცირესობა ახსნა-განმარტებას მოითხოვს, იღებენ თუ არა უმრავლესობაში პრორუსული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი გაერთიანებების მხარდაჭერას.
გიგა ბოკერიას განცხადებით, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, იზიარებს თუ არა "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი "პატრიოტთა ალიანსისა" და "ქართული მარშის" შეხედულებებს.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდი მივმართავთ პირადად სალომე ზურაბიშვილს, მთლიანად "ქართულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილს, მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ იღებენ თუ არა მხარდაჭერას ასეთი" ჯგუფებისგან, როგორიც არის ქართული მარში, „პატრიოტთა ალიანსი.“ უნდათ თუ არა რომ შეირგონ, თუ ემიჯნებიან ამ მხარდაჭერას და მკაფიო პოზიციას აფიქსირებენ, რომ ამ ჯგუფებთან არაფერი საერთო არ აქვთ. თუ მკაფიო პასუხს არ გასცემენ ამ კითხვას, გამიჯვნის თაობაზე, თუ ამ ხალხს არ გაემიჯნებიან, კიდევ ერთხელ დაადასტურებენ იმას, რომ ეს ჯგუფები მოქმედებენ ხელისუფლების დაკვეთით, მათი მფარველობის ქვეშ იყვნენ, მათ მიერ შექმნილია ნაწილობრივ მაინც ეს ჯგუფები,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.