19 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
"ქართული მარში" „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ ულტიმატუმს უყენებს

"ქართული მარში" „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმს უყენებს - მარშის წევრები მმართველ გუნდს წინასაარჩევნოდ ორ პირობის შესრულებისკენ მოუწოდებენ.

მოძრაობა, რომლის მხარდამჭერებმა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, აპირებენ ბოიკოტზე იმ შემთხვევაში თქვან უარი, თუ მმართველი პარტია სასწრაფო წესით გაიწვევს კანონპროექტს მარიხუანის კულტივაციის შესახებ და დანიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.   

იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, ისინი უარს იტყვიან არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე და დაიწყებენ რადიკალურ საპროტესტო აქციებს.

"ქართული მარში" გადაწყვეტილებისთვის მმართველ გუნდს დროს ორშაბათამდე აძლევს.

„სასწრაფო წესით გაწვეულ იქნას მარიხუანის კულტივაციის კანონი, არა შეჩერებული, არამედ გაწვეულ იქნას. აუცილებელი არის დაინიშნოს ვადამდელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ჩვენი კატეგორიული და პრინციპული მოთხოვნა და ამის შესახებ "ქართულმა ოცნებამ" და ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე. ჩვენ ამის გულისთვის გამოვალთ ქუჩაში, ჩვენ დავაყენებთ ამ მოთხოვნებს, ჩვენ ვიქნებით რადიკალურები,“ - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ.

დღის ამბები