19 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბზე მომხდარ თავდასხმას დამოუკიდებელი ექსპერტი გამოიკვლევს - ადვოკატი

ახალქალაქში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების გამოკითხვა გრძელდება. ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მყოფი ორი დაშავებული პარალელურ რეჟიმში, ადვოკატების და თარჯიმნების თანდასწრებით იკითხება. 

ადვოკატი, მაია მუმლაძე ამბობს, რომ იგეგმება დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება.

„მოგახსენებთ, რომ დავნიშნეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის აღნიშნული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მიყენებული დაზიანებების ხარისხს და ის ამ მიზნით დაათვალიერებს დაზარალებულებს, შეისწავლის ასევე სამედიცინო დოკუმენტაციას,“ - განაცხადა მუმლაძემ.

დღეს გაირკვა, რომ ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირებისას ნაცემია კიდევ ერთი პირი, რომელმაც მასზე თავდასხმის ფაქტი დამალა.

ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთა მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მათი გამოკითხვა შესაძლებელია.

თავდასხმა რამდენიმე დღის წინ მოხდა. შტაბის წევრების მტკიცებით, მათ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა და 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. 

დღის ამბები