19 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ძალიან აქტიურ საარჩევნო რეჟიმზე გადავალთ, ჩვენ გარკვეულწილად პასიურ რეჟიმში წარვმართეთ ეს საარჩევნო კამპანია - ირაკლი კობახიძე

„ძალიან აქტიურ საარჩევნო რეჟიმზე გადავალთ,“ - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გუნდი საკუთარი ძალების სრულ მობილიზაციას შეძლებს და სასურველ შედეგს მიაღწევენ მეორე ტურში. კობახიძე პირველ ტურში წაგებას „ქართული ოცნების“ პასიურ რეჟიმში ყოფნას აბრალებს.

„შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გარკვეულწილად პასიურ რეჟიმში წარვმართეთ ეს საარჩევნო კამპანია, გვიან დავიწყეთ საარჩევნო კამპანია, რამაც თავისი გავლენა მოახდინა, ბუნებრივია, არჩევნების შედეგებზე. ახლა იქნება სრული მობილიზაცია, სრული ყურადღებით მივუდგებით, რა თქმა უნდა, თითოეულ საკითხს, რომელიც არის დაკავშირებული არჩევნების დაგეგმასთან და ეს უზრუნველყოფს შესაბამისი შედეგის დადებას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში გუნდის წევრებსა და რეგიონულ წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მიმდინარეობს.

პარტიის ოფისში რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მაჟორიტარ დეპუტატებს ხვდებიან. მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მმართველი პარტიის სტრატეგიაა.

მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე გადადიან. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები