19 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
საქართველოს უახლეს ისტორიაში მხოლოდ ერთი რევანშისტული პოლიტიკური ძალაა და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ოპოზიციას აკრიტიკებს. მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ტრადიციულ ბრიფინგზე პოლიტიკური ოპონენტები საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა და მეორე ტურის შესახებ ისაუბრა.

მამუკა ბახტაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობიერების ფორსირებას ახდენს. მისი განცხადებით, ძალადობრივ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს.

პრემიერის თქმით, არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ მმართველობის სტრატეგიას გადახედავს.

„ვერავინ ვერ გაბედავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანას. ამის იმედი ნუ ექნებათ. დღესაც მომიტანეს ძალიან ბევრი მაგალითი თუ როგორ მიდის პიროვნული შეურაცხყოფა და შეტევა ჩვენს მხარდამჭერებზე. ეს შეუძლია გააკეთოს მხოლოდ იმ ძალას, რომელიც მუდმივად იდგა ძალადობრივ მექანიზმებზე. „საქართველოს უახლეს ისტორიაში გახლავთ მხოლოდ ერთი ძალადობრივი და რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომელმაც საზოგადოებას თავი სწორედ ამ თვალსაზრისით დაამახსოვრა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ის პროპაგანდისტული მექანიზმი, რომელსაც ის ხშირად იყენებს. 2012 წლიდან საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიის მაღალი ხარისხის გარანტი გახლავთ სწორედ „ქართული ოცნება“ და ეს სტანდარტი ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზე იქნება,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები