19 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
სასამართლო რეფორმა, ჰუმანური ნარკოპოლიტიკა - "რესპუბლიკელებმა" გრიგოლ ვაშაძისგან კონკრეტული დაპირებები მიიღეს

ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულებს გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობის შემთხვევაში შეიწყალებენ - ამნისტიაზე ვაშაძის კაბინეტი აქტიურად იმუშავებს. ეს დაპირება „რესპუბლიკური” პარტიის ლიდერებმა  პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრის დროს მიიღეს.

რესპუბლიკელებთან გრიგოლ ვაშაძე იმაზეც შეთანხმდა, რომ ის სასამართლო რეფორმაზეც აქტიურად იმუშავებს.

“რესპუბლიკელები ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა  იმგვარად უნდა მოხდეს, რომ ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადთან ერთად პრეამბულაში დაფიქსირდეს.

„ევროინტეგრაციის, ნატოსთან ინტეგრაციის საკითხებზე მტკიცე მხარდაჭერა იმ დონეზე, რომ საქართველოს კონსტიტუციაშიც კი ამ საკითხმა სათანადო ადგილზე უნდა ჰპოვოს ადგილი.

"ის დაგვპირდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში და ჩვენ გვჯერა, რომ ის იქნება არჩეული ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მან როგორც პრეზიდენტმა შეამზადოს ვითარება სასამართლო რეფორმისათვის.

მესამე ჩვენ ვთვლით, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში უნდა შეიცვალოს და ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ჰუმანური ნარკოპოლიტიკა მომხმარებლების და ციხეში მყოფი ადამიანების მიმართ იმ იდეებისგან,რომელსაც ქართული ოცნება დღეს ახმოვანებს.  ბატონი გრიგოლ ვაშაძისგან ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ის აქტიურად იმუშავებს იმ ადამიანების საკითხებზე, რომელიც შეძენა შენახვაზე არიან დღეს პატიმრობაში“-ამბობს თამარ კორძაია.

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ „რესპუბლიკურ“ პარტიასთან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ისტორიაში ახალი ფურცელი იშლება.

დღის ამბები