03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
ქვემო ჭალაში დაკარგული ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ქვემო ჭალაში დაკარგული 14 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს. მისი ცხედარი სოფლის მიმდებარე ტყეში ნახეს.

თორნიკე გახელაძეს ოჯახი სამი დღეა ეძებდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოზარდი სახლიდან გასვლის შემდეგ ორ უცნობ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად ნახეს. გამორთული იყო ბავშვის მობილური ტელეფონიც.

მომხდარზე გამოძიება  თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, არის დაწყებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები