ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციები დღეს ლომბარდის მფლობელებმა გააპროტესტეს.
ახალი სტანდარტებისთვის ლომბარდის მფლობელებს ვადა პირველ იანვრამდე აქვთ, რაც მათთვის მიუღებელია. აქციის მონაწილეები ეთანხმებიან გარკვეულ ცვლილებებს, თუმცა, დროს ითხოვენ.
„ნებისმიერ საფინანსო ორგანიზაციას არ აქვს უფლება, რომ ჰყავდეს კრედიტორები, რადგან ის უბრალოდ ვერ გაივლის სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის პროცესს, თუ მას ჰყავს კერძო კრედიტორი. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადავადება და გარკვეულწილად, უფრო მეტად ლიბერალიზაცია მოგვცემს საშუალებას, რომ კომპანიებმა მოახდინონ მუშაობა და მოახდინონ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც აქვს ეროვნულ ბანკს,“ - ამბობს აქციის მონაწილე.
დღეს მათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე შეხვდა და მათ პრეტენზიებს გაეცნო.