03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
"შენ ხარ ზონდერი" - ჩხუბი რუსთავის ავტო ბაზრობაზე

რუსთავის ავტო ბაზრობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრსა და ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელს შორის ინციდენტი მოხდა.

დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც ნიკა მელია რუსთავის ავტო ბაზრობაზე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდებოდა. მელიასა და მოქალაქეებს შორის შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები მზად არიან 21 მარტს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა მიიღონ. 

შეხვედრის მიმდინარეობის დროს, ავტობაზრობაზე ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ შორის იყო პირი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხა. 

აღნიშნული პირი ნიკა მელიამ ამოიცნო, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. 

 

 

დღის ამბები