ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.72 ლარი გახდა. ვიდრე ლარის ოფიციალური კურსი განისაზღვრებოდა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ლარი კიდევ უფრო მყარდება და ეს პროცესი გაგრძელდება.
მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ვითარება რთული და უკონტროლო არ არის და არასწორია ვარაუდი, რომ ახალი წლისთვის შესაძლოა ლარი კიდევ უფრო გაუარესდეს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ლარი სტაბილურდება და ამის გამო ეკონომიკური გუნდი თავს კომფორტულად გრძნობს.
„ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა არის ძალიან კარგი. ექსპორტი იზრდება ჩვენ ვთვლით, რომ ლარი აბსოლუტურად იქნება სტაბილური და კიდევ უფრო სტაბილურობას დაუბრუნდება წლის ბოლოსკენ, ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება და ზრდა მომავალი ორი თვის განმავლობაში იქნება კიდევ უფრო ძლიერი. ამიტომ ჩვენ პრინციპში ძაან კომფორტულად ვგრძნობთ თავს ამასთან დაკავშირებით,“-ამბობს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია.