19 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
„ქართული ოცნების" მარცხი გარდაუვალია... მე შეწყალება არ მჭირდება - ვანო მერაბიშვილი

არჩევნების პირველ ტურში დამარცხების შემდეგ, „ქართულ ოცნებაში“ სრული ისტერიკა დაიწყო - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილი ეხმაურება.

„ქართული ოცნების" მარცხი გარდაუვალია. ისტერიკა და შიშის დემონსტრირება კიდევ უფრო აუარესებს მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას.

„მე შეწყალება არ მჭირდება. სტრასბურგის სასამართლომ ორჯერ მაღიარა პოლიტპატიმრად, ჯერ პირველმა ინსტანციამ და შემდეგ დიდმა პალატამ. მე ვარ ერთადერთი პატიმარი ევროპაში, რომელთან დაკავშირებითაც სტრასბურგმა აღიარა მეთვრამეტე მუხლის დარღვევა. დეკემბერში უნდა გაიმართოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელმაც უნდა იმსჯელოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.

„დღეს საპყრობილეებში არის ბევრი უსამართლოდ დაჩაგრული პატრიოტი, რომელიც „ქართული ოცნებისა“ თუ რუსული სპეცსამსახურების სურვილით ზის ციხეში. მე ვაპირებ, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები