19 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს ჯანდაცვის კომიტეტის წევრები შეხვდნენ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ჯანდაცვის კომიტეტის წევრები შეხვდნენ.

მხარეებმა განიხილეს ის პროგრამები, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში აისახა.

მესამე სექტორი ითხოვს, რომ სერვისები გაუმჯობესდეს და კონკრეტული მიმართულებებით დაფინანსება გაიზარდოს.

„ჩვენ ვითხოვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ყველაზე პრიორიტეტული რაც არის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მათთვის, რომ მათი უნარების  განვითარება მოხდეს, მათმა იცხოვრონ დამოუკიდებლად თემში და მათი ცხოვრების ხარისხი იყოს ღირსეული. აი სწორედ ესეთი რეკომენდაციები მივაწოდეთ პარლამენტს, რომ ეს არსებული პროგრამები განვითარდეს, გაიზარდოს მათი დაფინანსება,“ -  განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ წარმომადგენელმა, მარი კორკოტაძემ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძეს თქმით, მეორე ჯგუფის ანუ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის, პენსიის მომატებაზე საკითხი კომიტეტმა უკვე დააკმაყოფილა.

„აქ არ არის ერთ რომელიმე პროგრამაზე საუბარი, საუბარია მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის დაწყებული  ე.წ. მეორე ჯგუფის ანუ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის პენსიის მომატებაზე, ეს საკითხი კომიტეტმა უკვე დააყენა და ეს არის გაჟღერებული და ეს მოთხოვნა, რომ მოხდეს 180 ლარამდე, როგორც სხვა 200 ლარამდე ანუ მოხდეს გაზრდა,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დღის ამბები