19 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
ყველა მინუს ივანიშვილი - „რესპუბლიკელები“ ყველა პოლიტიკურ პარტიას არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა და დღეს საარჩევნო შტაბში სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„რესპუბლიკელები“ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად კამპანიაში სრულფასოვნად ჩაერთვებიან.

„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს არ დაუმალავს, რომ გადაწყვეტილება პარტიას გრიგოლ ვაშაძისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა, ადვილი არ იყო. ბერძენიშვილმა განმარტება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც გააკეთა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირება ამოწურულია, სააკაშვილის ფრანკფურტში პირადად ესაუბრა და ძველი წყენაც დაივიწყა.

ყველა მინუს ივანიშვილი - ამ ლოზუნგით და ამ ფორმულით „რესპუბლიკელები“ ყველა პოლიტიკურ პარტიას არჩევნების მეორე ტურში სთხოვენ მხარი არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს დაუჭირონ.

გაერთიანებული ოპოზიცია „რესპუბლიკელებთან“ რამდენიმე საკითხზეც შეთანხმდა, რაზეც გამარჯვების შემთხვევაში, როგორც უკვე პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე იმუშავებს. მათ შორისაა კონსტიტუციის შესავალ ნაწილში ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის ჩაწერა, სასამართლო რეფორმა და ნარკოპოლიტიკა. გრიგოლ ვაშაძე ნარკოტიკების შეძენა-შენახვის გამო მსჯავრდებულების საქმეებზე და მათ შეწყალებაზე იმუშავებს.

„რესპუბლიკელების“ შემდეგ სხვა პარტიების მხარდაჭერაზე გრიგოლ ვაშაძე უფრო მეტს ორშაბათიდან იტყვის. 

დღის ამბები