ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების საკითხი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს. საუბრი იყო ასევე კენჭისყრის დროს მომხდარ სხვადასხვა დარღვევაზეც.
შეხვედრა იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
თეა წულუკიანის თქმით, გაიცა რეკომენდაციებიც, რომლებითაც მოუწოდებენ კანდიდატებს, უზრუნველყონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება.
იუსიტიციის მინისტრი ასევე საუბრობს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან საარჩევნო კომისიებში უფლებამოსილების არასათანადოდ შესრულების შესახებ.
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომებს პროტესტის გამო არ ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრებს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამაც.