03 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
ხმაურიანი აქცია ხონის რაიონში

ხონის რაიონის სოფელ გოჩა-ჯიხაიშის მოსალხოება სოფლისთვის საძოვრების დაბრუნებას ითხოვს. არსებული პრობლემები მათ ქუჩაში გამოსვლით გამოხატეს.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ საძოვრები ჯერ კიდევ 2004 წელს იჯარით გაიცა, 4 წლის შემდეგ მისი გასხვისება მოხდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსალხოების საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მის გასაჩივრებას ჯიხაიშელები სააპელაციო სასამართლოში აპირებენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

 

დღის ამბები