03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
წალკაში მცხოვრები უსახლკარო ეკომიგრანტები

წალკაში, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში მიმდინარე წლის ოქტომბრის შემდეგ 30-მდე ოჯახი ელექტროენერგიის, წყლისა და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშე ცხოვრობს.

მაღალმთიანი აჭარიდან წალკაში გადასახლებული ეკომიგრანტები მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდნენ. ისინი წლების განმალობაში წალკელი ბერძნების მიტოვებულ სახლებში ცხოვრობდნენ. ბოლო დროს ბევრი სახლის მფლობელი საქართველოში დაბრუნდა, რამაც აჭარელი ეკომიგრანტები თავშესაფრის გარეშე დატოვა.

აჭარიდან ჩამოსახლებულების ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ისინი შესაბამის საბუთებს არ ფლობენ. ეკომიგრანტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის აღდგენა კი გაურკვეველი მიზეზებით ჭიანურდება.

საბუთების არქონა კანონიერი საცხოვრებელის გარეშე დარჩენას ნიშნავს. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ყოფილი შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. იქ შესახლებული ოჯახებიდან ოფიციალური ნებართვა მხოლოდ იმათ აქვთ, ვინც ეკომიგრანტის სტატუსს ფლობს.

ამჟამად შენობის სტატუსი ეკომიგრანტების სტატუსივით გაურკვეველია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ამ საკითხზე მოლაპარაკებას სამინისტროსთან აწარმოებს. სწორედ ამ მიზეზით ვერ გვარდება კორპუსში შესახლებულების მთავარი, უშუქობის პრობლემა. ენერგოპრო ჯორჯიამ საკითხი ადგილზე შეისწავლა, თუმცა სარემონტო სამუშაოებს ვერ იწყებს.

დღის ამბები