საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართვას ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ არ მისცენ საშუალება ბიძინა ივანიშვილს განახორციელოს საკუთარი გეგმები, საქართველოსა და ხალხის მიმართ.
სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ისევ ცრუ დაპირებებს იძლევა. მისივე თქმით, იმის მიუხედავად რომ ივანიშვილს ახლა შეშინებული სახე ჰქონდა, ეს არ ნიშნავს, რომ ის რეალურად შეეცდება ხალხისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს.
სააკაშვილი ფიქრობს, რომ თუ ივანიშვილი და მისი გუნდის, საპრეზიდენტო სავარძელს მოირგებს ის ისევ გააგრძელებს ხალხის ძარცვას.
„თქვენ შეიძლება იხილეთ დამფრთხალი და შეშინებული ივანიშვილი და იცით რა მომაგონა მისმა სახემ? ისეთი სახე ჰქონდა, ქურდს რომ დაიჭერს სახლთან ნაქურდალით, ხელი რომ გაქვს ჩაჭიდებული და რომ გეხვეწება, ოღონდ ახლა გამიშვი და ცხოვრებაში აღარ ვიქურდებ, გამოვსწორდები და სწორ გზას დავადგებიო.
ხომ იცით, რომ თუ გაუშვებთ, ჯერ ერთი, აუცილებლად ბოლომდე გაგძარცვავათ, მერე შეიძლება დანაც გაგიყაროთ.
ასეა ივანიშვილი, ამბობს გამოვსწორდებიო და ამავე დროს, უბან უბან დაძრწიან კრიმინალები აშინებენ ხალხს, მისი გამგებლები სცემენ კოორდინატორებს. ხალხს ემუქრებიან, სამსახურიდან გაგდებით. ამის გამოსწორება არ შეიძლება. ამ კაცმა ბოლო ორ წელიწადში თქვენ ჯიბიდან ამოგაცალათ 3 მილიარდი ლარი. გამოსწორდება რა საკუთარ დეიდაშვილ უჩას დაიჭერს, საკუთარ ხალხს ხომ არ დაიჭერს? ფარცხალაძეს რამეს უზამს?? რა ჩხარტიშვილს რამეს უზამს,საბანკო მაფიას ხაზარაძეს და ვინმეს რამეს უზამს? რა თქმა უნდა, არაფერს ის ისევ მოგადგებათ თქვენ .
ახლა ტუ გაუშვით მას არამხოლოდ არაფრის ასრულება არ უნდა, მას აქვს მზაკვრული გეგმები,ძალიან საშიში ქართველი ხალხის მომავალთან დაკავშირებით. ახლა ის არის როგორც არასდროს სუსტი , ჩოქბჯენში, არ უნდა მივცეთ საშუალება იქიდან წამოდგომის, ქართველი ხალხი დღეს გამარჯვებულია და ეს ჭორვილელი აფერისტი ცდილობს, თავის ვირეშმაკობით, ცხვირწინ აგწაპნოთ გამარჯვება.
ჩვენ გვაქვს ახლა ძალა და ჩვენ ამ ძალას , თქვენ ამ ძალას ის ვეღარ წაგართმევთ ვერასოდეს. მისი მოსატყუებელი კბილი ქართველმა ხალხმა მოიცვალა. ბორის, დაგიძველდა ხრიკები,. მოემზადე ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის, ვერაფერსაც ვერ გააფუჭებ ყველაფერი იქნება კარგად“ -ამბობს მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში.