19 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
"ეს ადამიანი არ გათავისუფლებულა ამნისტიით, პრეზიდენტმა ის ინდივიდუალურად შეიწყალა" - ბესელია 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახს პასუხობს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია გორში სასტიკად მოკლული 8 წლის გოგონას ოჯახის წევრების ბრალდებებს პასუხობს.

ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრები ბესელიას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის სასჯელის შემცირებაში ადანაშაულებენ.

ნანა ბერიაშვილი ბაბუა, ხვიჩა ბერიაშვილი ეკა ბესელიას და პრეზიდენტს ადანაშაულებს სწორედ იმაში, რომ ჯერ ბესელიამ ამნისტიით შეუმცირა სასჯელი იაგო ნებიერიძეს, შემდეგ კი პრეზიდენტმა ის შეიწყალა.

ეკა ბესელია, რომელიც 2012-2013 წლებში  ამნისტიის შესახებ კანონზე მუშაობდა და მიღებულ კანონზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი წევრია, ამბობს, რომ მას ციხიდან მძიმე დანაშაულში ბრალდებული ნებიერიძე ციხიდან არ გამოუშვია და ნებიერიძე მხოლოდ სასჯელის 1/3 შემცირების შემდეგ პრეზიდენტმა ინდივიდუალურად შეიწყალა.

„ამნისტიის აქტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო არ შეხებია არცერთ ძალადობრივი დანაშაულს, მუხლს და არ შეხებია ამ ადამიანს იმ დანაშაულისთვის ამნისტია,   კონკრეტული მუხლის გათვალისწინებით, რაც მას ჰქონდა მსჯავრად დადგენილი.

ამნისტია შეეხო ზოგადად იმ მსჯავრდებულებს, სასჯელის 1/3 ან ¼ შემცირებით, რომლებსაც ამნისტია არ ეხებოდათ, მუხლების გათვალისწინებით და ესეც ძალადობრივი დანაშაული იყო, მაგრამ ყველა დანარჩენს სასჯელი შეუმსუბუქდა 1/3 ან ¼ იმიტომ რომ ციხეებში იყო წამების სასტიკი მოპყრობის  მასიური შედეგები იყო არასამართლიანის სისხლის სამართლის პოლიტიკა და ყველა დანარჩენ სასჯელის შემცირების კუთხით და ეს ადამიანი არ გათავისუფლებულა ამნისტიის აქტით,  მას ინდივიდუალური აქტი შეახო პრეზიდენტმა და პრეზიდენტმა ინდივიდუალურად შეიწყალა ის სასჯელის ნაწილში, რომელის შემდეგაც ის გათავისუფლდა"-ამბობს ბესელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები