03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
ოჯახური ძალადობის ფონზე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები - შემაშფოთებელი სტატისტიკა

კოჩაძეების ოჯახში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოჯახის უფროსს მის მეუღლეზე ინფორმაცია მიაწოდეს და გოგონას ღალატში დასდეს ბრალი.

მიშა კოჩაძეს ეჭვი იმის შესახებ, რომ ცოლი ნათია მეგობართან ღალატობდა, მაშინ გაუმყარდა, როცა მირზამ ცოლის ტელეფონში მეგობრის - თემურის შეტყობინებები ნახა.

14 თებერვლის ღამეს კონფლიქტში ნათიას მამამთილი და მაზლი ჩაერთნენ. იმავე ღამეს მათ ახსნა-განმარტება მირზას ბავშვობის მეგობარს თემურს მოსთხოვეს, რომელზეც ოჯახს ეჭვი ჰქონდა. ბიძა-ძმისშვილმა თემურს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. იმავე საღამოს ნათიას ქმარმა სცემმა, რის შემდეგაც ის შვილებთან ერთად სოფლიდან წავიდა. ნათიასგან განსხვავებით, თემური სოფელში დარჩა.

მოგვიანებით მან მისი ბრალმდებელი ოჯახის წევრები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ოჯახური ძალადობის ფაქტები საქართველოში ხშირად ხდება. 2013 წლის სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში ასეთი 470 შემთხვევაა აღნუსხული. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი 2014 წელს მხოლოდ გახსნილ დანაშაულთა რიცხვს აქვეყნებს, რომელთა საერთო რაოდენობა 30-ია.

ოჯახური ძალადობიდან რამდენია ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი, უცნობია, თუმცა ფსიქოლოგი ბაია პატარაია საქმეში სამართალდამცველების დროულად ჩართვას აუცილებლად მიიჩნევს.

დღის ამბები