19 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
კოჰაბიტაცია დიდწილად იყო იძულება - ირაკლი კობახიძე

„კოჰაბიტაცია დიდწილად იყო იძულება, თუმცა შეიძლებოდა ამ ყველაფრის გაკეთება ალბათ, განსხვავებული ხარისხით და განსახვავებული ფორმით,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.     

კობახიძე ამბობს, რომ კოჰაბიტაციამ, რომლის დროსაც ხელისუფლებაში ორი ძალა იყო, ქვეყანას და მმართველ პარტიას დადებითი შედეგი არ მოუტანა.

ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი პოზიცია საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია, რაც არჩევნების მეორე ტურშიც აისახება.

„ეს არის მიხეილ სააკაშვილის სახე, ეს არის მისი ჯღანი სახე, თუ გნებავთ, ასე ვთქვათ, ეს არის ის რიტორიკა, რომელიც არის ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი და ამ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, გამოხატავს ჩვენი საზოგადოება, მათ შორის, არჩევნებში, როდესაც ის ხმას მისცემს მეორე ტურში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები