03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
სადაზღვევო სისტემის ხარვეზები - რჩებიან თუ არა მოქალაქეები სახელმწიფო დაზღვევის გარეშე?

თუ თქვენ ბოლო წელიწადნახევარში ჯანმრთელობა კერძო სადაზღვევო კომპანიაში დააზღვიეთ, სახელმწიფო თქვენზე მხოლოდ პენსიაზე გასვლის შემდეგ იზრუნებს. პრობლემა სისტემაშია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მიზანმიმართულად, კერძო სადაზღვევო სექტორის ხელშეწყობისთვის შექმნა.

იმ ადამიანებს კი, რომლებმაც ჯანდაცვის პროგრამის გაფართოების შემდეგ იშოვეს სამსახური და შესაბამისად, მოიპოვეს კორპორაციული ან კერძო დაზღვევა, დღეს უფლება აქვთ ორივე დაზღვევა ჰქონდეთ.

მოდელი ასეთია: ვინც უსამსახუროდ დარჩა, მას აღარც კერძო და აღარც სახელმწიფო დაზღვევა აქვს, ხოლო ვინც 1-ლი ივლისის შემდეგ დასაქმდა, მას შეუძლია ორმაგად იყოს დაზღვეული.

ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის აზრით, ასეთმა ადამიანებმა კერძო დაზღვევის შეძენა თავად უნდა შეძლონ, ან საპენსიო ასაკს უნდა მიაღწიონ, რადგან სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს მათზე ზრუნვას სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა. 

 

დღის ამბები