03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
მოსკოვში ნოვოდევიჩის მონასტერი იწვის

მოსკოვის ცენტრში ნოვოდევიჩის ქალთა სამონასტრო კომპლექსში ხანძარია. 40 მეტრის სიმაღლის სამრეკლოზე გაჩენილ ხანძარს 29 სახანძრო ბრიგადა და 120-მდე მეხანძრე ებრძვის. ცეცხლი სამრეკლოს უკიდია, რომლის რეკონსტრუქციაც მიმდინარეობდა და არ ფუნქციონირებდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია. რუსულ მედიაში ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც.

ხანძრის გამო მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობაც. 

ნოვოდევიჩის მონასტერი მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთში მდინარე მოსკოვის ერთ-ერთ განშტოებაზე მდებარე ქალთა სამონასტრო კომპლექსია.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ მონასტერი გაუქმდა, ხოლო 1922 წლიდან იქ მუზეუმი განთავსდა.

1994 წლიდან მონასტერში ღვთისმსახურება აღდგა.

2004 წელს ნოვოდევიჩის მონასტერი იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.

დღის ამბები