03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
ხანძარი ნოვოდევიჩის მონასტერში - პირველი კადრები მოსკოვიდან

მოსკოვში ნოვოდევიჩის მონასტერი იწვის. სამონასტრო კომპლექსში ხანძარი გვიან საღამოს გაჩნდა. რუსული მედიასაშუალებები ვიდეომასალას ავრცელებენ, სადაც ჩანს, თუ როგორ აქრობენ მეხანძრეები 40 მეტრის სიმაღლის სამრეკლოში ცეცხლს. 

ადგილზე 29 სახანძრო ბრიგადა და 120-მდე მეხანძრე მუშაობს. ცეცხლი სამრეკლოს უკიდია, რომლის რეკონსტრუქციაც მიმდინარეობდა და არ ფუნქციონირებდა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.

საინფორმაციო საშუალებებში ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

ამავე თემაზე
დღის ამბები